სატვირთო გადაზიდვები.
საჰაერო.
საჰაერო სატვირთო მომსახურება მოითხოვს გადაზიდვის ყველაზე ნაკლებ შრომატევად მეთოდებს. ამას ჩვენ მივაღწევთ ზუსტი ინსტრუქციების გათვალისწინებით, რითაც ვეხმარებით ჩვენს მომხმარებლებს ჩამოტვირთვის მოთხოვნის გაგზავნაში, ამ სფეროში აღიარებული პირველი დონის აგენტების გლობალური ქსელის, საჰაერო ტრანსპორტირების კომპანიების, საბაჟო კოორდინაციის აგენტებისა და სადაზღვევო კომპანიების ჯგუფის მეშვეობით.
ეს ყველაფერი შერწყმულია მერფის ჯგუფის კომპანიების ჯაჭვთან მსოფლიოში და ჯგუფის ხარისხის მენეჯმენტის სისტემა უზრუნველყოფს ყველაზე ეფექტურ მომსახურებებს შემდეგ სფეროებში:
- აეროპორტის და სასაწყობე მომსახურება
- ექსპრეს საჰაერო სატვირთო მომსახურება
- აეროპორტიდან აეროპორტამდე მიტანა
- აეროპორტიდან კარამდე მიტანა
- კარიდან კარამდე მიტანა
- საგზაო მიმწოდებლის მომსახურება
საგზაო.
ჩვენ გთავაზობთ საგზაო მომსახურებას ნებისმიერი მოთხოვნის შემთხვევაში, ეხება ეს პირად ან საყოფაცხოვრებო ნივთების მიწოდებას, თუ კომერციულ ტვირთებს, მალფუჭებად საქონელს, მძიმე ტვირთის გადაზიდვას, საშიშ საქონელს, მშრალ და თხევად ტვირთს, სატვირთო დატვირთვებს თუ კონტეინერების გადაზიდვას. ჩვენი საავტომობილო მომსახურების გადაწყვეტილებები ასევე მოიცავს ტრანსსასაზღვრო სერვისების მიწოდებას, საბაჟო კოორდინაციას, შენახვასა და საბაჟო კავშირით სასაწყობე მეურნეობას, მულტიმოდალურ ტრანსპორტირებას, ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის პროექტის მენეჯმენტს. ჩვენ მივაღწიეთ სატვირთო გადაზიდვების მომსახურების ეფექტურობას მერფის საერთაშორისო ჯგუფის გამოცდილების, მერფის ჯგუფის წევრთა გლობალური ქსელის, ტერმინალების, სასაწყობო კომპლექსების, პარტნიორი კომპანიების, აღიარებული აგენტების, საგზაო ტრანსპორტირების კომპანიების ჯგუფისა და მერფის ჯგუფის ხარისხის მართვის სისტემის კომბინაციით.
საზღვაო.
საზღვაო გადაზიდვები არის მერფის გლობალური მულტიმოდალური სატრანსპორტო მომსახურების ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფილია მერფის საზღვაო და შიდა ლოგისტიკის ქსელის, საბაჟო კავშირის ტერმინალების მიერ ლაგოსში, ვარში, ხარქორტში, გარადაღში, ყაზბეგში, სტამბულში, ჰიუსტონში, ასტრახანში, ასევე პირველი რიგის საპორტო სააგენტოების და საბაჟო ბრეკერების აღიარებული ჯგუფის მიერ. ჩვენ გთავაზობთ ადგილიდ ანადგილზე მიტანის სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს ჩრდილოეთ-სამხრეთ და დასავლეთ-აღმოსავლეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებიც ინდოეთის ნახევარკუნძულს აკავშირებს ჩრდილოეთ ევროპასთან, ჩინეთს კი დასავლეთ ხმელთაშუაზღვასთან და დასავლეთ ევროპასთან. ჩვენ გთავაზობთ ყველანაირ სატრანსპორტო, ტერმინალის და მენეჯმენტის მომსახურებას ჩვენი კასპიის (ბაქო და კარადაღი) და შავი ზღვის (ფოთი, თბილისი და ყაზბეგი) ოფისების დახმარებით, რომლებიც მდებარეობენ აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის გადაკვეთის ადგილას:
- საბაჟო გაფორმება და საზღვრის გადაკვეთა
- ნაყარი და დაკონტეინერირებული საქონლის საზღვაო გადაზიდვები
- ტვირთის გადაზიდვა და ტვირთის მართვა
- პორტიდან პორტამდე და ადგილიდან ადგილზე მიტანის სერვისი
- კონტეინერების მართვა და უზრუნველყოფა
- ლაინერით მომსახურების გაწევა
სარკინიგზო.
სარკინიგზო სატვირთო მომსახურება ხორციელდება პირველი რიგის სარკინიგზო ექსპედიტორული კომპანიების გლობალური ქსელისა და სარკინიგზო საგზაო ტერმინალების საშუალებით, ჩვენი გზების მიწოდებისა და გზების მიმწოდებლის მომსახურებებთან ერთად, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ადგილიდან ადგილზე მიტანის სერვისს სთავაზობენ. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ტრანსპორტირების, ტრანსსასაზღვრო დოკუმენტაციის, დამუშავების, მიწოდების და განაწილების მომსახურებას, საბაჟო საბონდო დასაწყობებისა და შენახვის მომსახურებას კონკურენტული განაკვეთებით და მერფის ჯგუფის ხარისხის მართვის სისტემის შესაბამისად.